Monday, December 19, 2016

lesson plan

                                                                           LESSON PLAN
Teacher :Maia Tsamebulidze
GRADE: 8
OVERALL OBJECTIVE
Ss will raise their awareness of bullying and use English words to describe bullying
LANUAGE OBJECTIVE
Ss will use target structures and vocabulary to describe problems related to bullying
Stage of lesson
Activity
Time



WARM UP
Ask students to brainstorm what they know about bullying .Each  student should write as many sentences as possible .then ,ask each group to share their ideas to make a whole class list about the problem of bullying .
They can support their ideas with some examples.
10 MIN



ACTIVITY 1
Students watch the video which is related to bullying .while watching they jot down  the new words they hear .the teacher gives the definition of these words.and by putting questions  makes sure that everything is clear for them
15MIN

ACTIVITY 2
students discuss the problem of bullying .they answer the questions.e.g.what is bullying ?
10MIN




ACTIVITY 3
Students should give ideas how to prevent bullying .every student should write one sentence .then they compare their ides and make a whole class  list  of the ways to prevent bullying
10


Sunday, October 23, 2016

დღე მერვე

როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყეთ დავალებების შემოწმებით.ძირფესვიანად განვიხილეთ კოლაბორაციული შეფასება და აგრეთვე პრეზენტაციის შეფსების რუბრიკები.განვიხილეთ თუ რა კრიტერიუმებით უნდა შევქმნათ ჯგუფები.როგორ უნდა მოხდეს ჯგუფებში დავალებების გადანაწილება.
  გავიარეთ ტექნიკური საკითხები ბლოგზე .ვისწავლეთ ბლოგზე დრაივის დოკუმენტის გაზიარება.
გავეცანით კონელის კითხვარს და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
 ვისწავლეთ ფასილიტაციის მასალის შექმნა და ავტვირთეთ დრაივში.
     დავალება:მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა .
                         სასწავლო პროექტის გეგმის დასრულება -გადახედვა -კორექტირება .
        ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი იყო როგორც ყველა დანარჩენი.


        მადლობა ბატონ გიორგის.!

კორნელის კითხვარი-მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი

1970-იან წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინტელექტის ის ტრადიციული გაგება, რომელსაც ინტელექტის საზომი (IQ) ტესტები ეფუძნება. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები დაჯილდოებულნი იყვნენ მრავალი ისეთი ნიჭითა და უნარით, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ინტელექტის ტრადიციულ გააზრებაში. გარდნერმა მრავალი სხვადასხვა წყარო გამოიყენა, მათ შორის – აუტისტებსა და ნიჭიერ ბავშვებთან დაკავშირებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, რათა გაემყარებინა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ტიპის ინტელექტზეა პასუხისმგებელი. 1983 წელს გარდნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „Frames of Mind”, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ხოლო ათი წლის შემდეგ მერვე ტიპი დაამატა. მისი მტკიცებით, თითოეული ადამიანი ფლობს ყველა ინტელექტს, ოღონდ სხვადასხვა დოზით. ამ თეორიის მიხედვით, ინტელექტის ტრადიციული გაზომვა შესაძლოა ტენდენციური იყოს ზოგიერთი ტიპის ინდივიდის მიმართ, რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი პროფილის მქონე ინტელექტი. ეს პროფილები ჩვენს ინდივიდუალურ გენეტიკასა და გამოცდილებას ეფუძნება და ამიტომ უნიკალურია, სხვებისაგან განსხვავებული.

ინტელექტის გაზომვა არსებული ტესტების მეშვეობით ინტელექტის რეალურ შესაძლებლობს შეზღუდულად წარმოაჩენს. მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს 8 ძირითადი ტიპის ინტელექტი. ესენია: ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალური და ნატურალისტური. ამ 8 ძირითადი ინტელექტიდან ინდივიდს შესაძლოა გამოკვეთილი ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე, თუმცა ყველა ერთნაირად არა. გარდნერის მიერ შემოთავაზებული მოდელი ყველა ტიპის ინდივიდს მოიცავს, გასაოცარი ნიჭიერებისა იქნება ის თუ გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური შეზღუდულობის მქონე. მაგალითად, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი შესაძლოა ვერ ფლობდეს გამართულ ენობრივ ფორმებს, მაგრამ შესანიშნავად ხატავდეს ან უკრავდეს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემა აქცენტს მათემატიკური და ლინგვისტური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე სვამს, მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატების შეფასებაც მხოლოდ ამ ორი ინტელექტის მიხედვით გაზომილ უნარებს ეფუძნება. გარდნერი და მრავალმხრივი ინტელექტის სხვა მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აქცენტირება არ არის სამართლიანი, რადგან, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც მაღალგანვითარებულ მუსიკალურ ინტელექტს ფლობენ, შესაძლოა გადაყვანილ იქნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კლასში მათემატიკასა და ენის კურსებში არასაკმარისი ქულების გამო. მასწავლებლები უნდა ეძებდნენ მოსწავლეთა შეფასების ისეთ გზებს, რომლებიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ზუსტ წარმოდგენას მისცემთ.

ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავებულად ითვისებენ შესასწავლ მასალას, არ შეიძლება მათი შეფასება ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემით. საჭიროა, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლისთვის შექმნას ე.წ. ინტელექტის პროფილები. მოსწავლეთა ინდივიდუალური ათვისების უნარის ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება, სათანადოდ შეაფასაოს მათი პროგრესი.

ტრადიციული ტესტები მოსწავლეებისგან მოითხოვს წინასწარგანსაზღვრული ცოდნის გამოვლენას, გარდნერის თეორიის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი შეფასებითი სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, განმარტონ სასწავლო მასალა საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა ინტელექტის გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, ტრადიციულ შეფასებით სისტემაზე ეფექტიანია სხვა მეთოდები: მოსწავლეთა პორტფოლიოები, დამოუკიდებელი პროექტები, მოსწავლეთა დღიურები, სხვადასხვა შინაარსის კრეატიული საშინაო დავალებები. სკოლების ერთ-ერთი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს თავდაჯერება და მიზნის მისაღწევად საჭირო უნარები. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მოსწავლეთა სხვადასხვა ნიჭი და უნარები, ამასთანავე, იგი აღიარებს, რომ შესაძლოა ყველა მოსწავლე არ იყოს დაჯილდოებული ვერბალური ან მათემატიკური უნარებით; სამაგიეროდ, წარმტებულნი იყვნენ სხვა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა, სივრცული აღქმა ან ინტერპერსონალური ცოდნა. ამგვარი მიდგომა და შეფასებითი სისტემა შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, წარმატებით მიიღოს მონაწილეობა საკლასო სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობაში.

გარდნერი მიუთითებს, რომ სწავლის მეთოდების უფრო ფართო დიაპაზონის შემოღებით მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, მშობლებსაც შეუძლიათ, უკეთ შეიცნონ ინდივიდის ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვრონ მათთვის უპირატესი სწავლის სტილი, ეს კი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, უფრო ნაყოფიერად ისწავლოს.

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ნევროლოგიურ, ევოლუციურ და კროსკულტურულ საფუძვლებს ემყარება. იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინტელექტის განვითარებაში ბიოლოგიასთან ერთად დიდ როლს ასრულებს კულტურაც. ყველა საზოგადოება სხვადასხვა ტიპის ინტელექტს აფასებს. ეს შეფასებებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალად ქცევის მოტივაციის გაჩენას. შესაბამისად, შესაძლოა, რომელიმე ინტელექტი მაღალ დონეზე განვითარდეს ერთი კულტურის ბევრ სოციუმში, მაშინ როცა იგივე ინტელექტი ნაკლებად განვითარდება სხვა კულტურის ინდივიდებში.

გარდნერი აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი ინტელექტის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს. მრავალი წელია გრძელდება დებატები ერთი თუ მრავალფეროვანი ინტელექტუალური უნარების არსებობის შესახებ. ფსიქოლოგები კამათობენ ინტელექტის შემადგენელი მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა და კომპონენტების არსებობის შესახებაც.

გარდნერმა ინტელექტი განსაზღვრა როგორც პრობლემების გადაჭრისა და სხვადასხვა კულტურული გარემოსთვის ღირებული პროდუქტის შექმნის უნარი.


გთავაზობთ კითხვარს (The Connell Multiple Intelligence Questionnaire), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან.
კითხვარის გასახსნელად დააწკაპუნეთ ბმულს!
ინსტრუქცია: „1”-ით აღნიშნე ყველა ის წინადადება, რომლებსაც ეთანხმები. ,,0''-ით კი რომელსაც არ ეთანხმები.

Saturday, October 22, 2016

მეშვიდე დღე

         მეშვიდე დავიწყეთ კოლეგებისმიერ მომზადებული დავალებების განხილვით .ტრენერისგან მივიღეთ შენიშვნები და რჩევები.გავიხსენეთ თუ როგორი უნდა იყოს პროექტის გეგმა.ანუ დაგეგმილი აქტივობები უნდა ავითარებდეს 21-ე საუკუნის უნარჩვევებს და რა თქმა უნდა საგნობრივი სტანდარტიდან ამოღებულ მიზნების განხორციელებას უნდა ეხმაურებოდეს.      მითითებები აგრეთვე მივიღეთ შეფასების სტრატეგიებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.ასევე ვისცავლე ტექსტის დაკოპირება ფონის გარეშე.გამოვიყენე copy plain text.პრეზენტაციის ბოლო სლაიდი უნდა იყოს  ბიბლიოგრაფია-ანუ რა წიგნი გამოვიკენეთ კონკრეტული მასალის მოსაძიებლად.ელ-მისამართში არ შეიძლება ჩავწეროთ google.უნდა ვიპოვოთ საწყისისაიტო.ტრენერმა გადმოგვიგზავნა ვებ გვერდისადაც შეიძლება ვიდეოგაკვეთილების ნახვა.გავეცანით პორტფოლიოს შეფასების ჩექლისტი.რიტაც მოხდება ჩვენი პროექტის გეგმის შეფასება.აგრეთვე ავტვირთეთ 21 საუკუნის უნარჩვევები.

მეექვსე დღე

   დღე დავწყეთსაშინაო დავალების შემოწმებით.წარმოვადგინეთ პრეზენტაციის ჩექლისტი.მივიღეთ მითითებები ტრენერისგან.ვისწავლეთ შეფასების რუბრიკებზე მუშაობის წესები.განვიხილეთ კოლაბორაციული და პრეზენრაციის რუბრიკები.ბლოგში დაუწერეთ ერთმანეთს კომენტარები.ვისცავლეთ კომენტარების რედაქტირება და წაშლა.

Saturday, October 15, 2016

დღე მეხუთე

   მეხუთე დღეც ისეთივე ნაყოფიერი იყო როგორც წინა დღეები.ვისწავლე სასწავლო პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურები, რომელიც ჩაშლილი სახით უნდა იყოს, რას ნიშნავს.უნდა დავწერო ეტაპობრივად რის გაკეთებას ვაპირებ  პროექტის განხოციელებისას.
    ვისწავლე ბუკლეტის შექმნა .როგორ უნდა ჩავსვა სასურველი ინფორმაცია შაბლონში.უნდა გავითვალისწინო ფურცლის ზომა რომ ჩაეტიოს ინფორმაციაჯერ ტექსტური ველი უნდა უნდა შემოვხაზო და შემდეგ ჩავსვა ტექსტი ან სურათი.ინსერტიდან ტექსთბოქსის მეშვეობით.შემიძლია აგრეთვე ვორდიდად ბროშურის გაკეთება.
     ვისწავლე როგორ უნდა შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი .მაგრამ პირველ რიგში უნდა ჩამოვწეროთ კრიტერიუმები ჩექლისტის მეშვეობით.რაც არის ჩვენი დავალება შემდეგი დღისთვის.

Sunday, October 2, 2016

დღე მეოთხე

     ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს პროექტში,რას ნიშნავს საავტორო უფლებები ,როგორ უნდა მივხვდეთ დაცულია თუ არა საავტორო უფლებები.
     ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა -განვიხილეთ ბლოგში არსებული ყველა ელემენტი.ვისწავლეთ პრეზენტციის აწყობა.ტრენერმა სიღრმისეულად  და გარკვევით აგვიხსნა სლაიდ შოუს აწყობა .
    ვისწავლე ბუკლეტების შექმნა .